დღეს, 15 აპრილს, 16:00 საათზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროში შედგება მინისტრის, ზურაბ პოლოლიკაშვილის შეხვედრა ქართველ ბლოგერებთან და Youtube--რებთან. შეხვედრის მიზანია სოციალური ინტერნეტ მედიის განვითარების ხელშეწყობა - ქართულ და უცხოურ აუდიტორიაზე გათვლილი ბლოგინგინგის განვითარების მხარდაჭერა; მოსაზრებების გაზიარება, თუ როგორ შეიძლება ბლოგერობის განვითარება სხვადასხვა სექტორში - შესაბამისად ქართულ ინტერნეტში სასარგებლო ინფორმაციის და გამჭირვალობის გაზრდა.
საზოგადოების ჩართვა პროფესიული ცოდნის და ინფორმაციის წარმოების და გაცვლის პროცესში; პროფესიონალი ბლოგერების გაცნობა და მათი პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს პოპულარიზაციაზე; გარე საფრთხეების ანალიზი და ქმედებები მათ წინააღმდეგ - მათ შორის ბლოგერთა ასოციაციის შექმნის აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილება; საქართველოს პოპულარიზაცია მსოფლიოში სოციალური მედიის საშუალებით (ტურისტული, საინვესტიციო და ა.შ პოტენციალის) - შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ტურიზმის დეპარტამენტის და საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელები.