დღეს, 15 აპრილს, თბილისში თემაზე _ ~დაკრედიტების მდგრადი ზრდა კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნებში" _ კონფერენცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს~ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, კონფერენცია სასტუმრო ~ქორთიარდ მარიოტში~ ჩატარდება და იგი საქართველოს ეროვნული ბანკის, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორგანიზებით იმართება.
კონფერენციაში 12 სახელმწიფოს ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს ეროვნულ ბანკს კონფერენციაზე მისი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე წარადგენს.
განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით კონფერენცის მუშაობაში მონაწილეობას თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორი ლეონარდო ლიდერმანი მიიღებს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს ქვეყნის საფინანსო სისტემის ლარიზაციის პროცესში კონსულტაციებს უწევს.
კონფერენციაზე დაკრედიტების შემცირებით გამოწვეულ პრობლემებს განიხილავენ და იმსჯელებენ მათი დაძლევის გზებზე, რათა კავკასია, ცენტრალური აზია და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დაკრედიტების კრიზისამდელი დონეს დაუბრუნდეს. შეხვედრაზე ისაუბრებენ ასევე საბანკო სექტორში გასატარებელ რეფორმებზე.
კონფერენციაში მოანაწილობას მიიღებენ ასევე პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ქართული საბანკო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.