9-12 წლამდე ასაკის 35-მდე ბავშვი დასასვნებელად სეპარატისტული დონეცკიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავა.
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიწინიამ განაცხდა.
,,ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას აღმოსალეთ უკრაინაში. უახლოეს პერიოდში სარეაბილიტაციოდ და დასასვენებლად იქიდან ბავშვების ჩამოყვანას ვაპირებთ. მათ ეს ძალიან სჭირდებათ." - აღნიშნა კვიწინიამ.
მისი თქმით, სამინისტროს მიერ გამოთქმულ ამ ინიციატივას ოკუპირებული აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტიც დაეთანხმა.
დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკიდან ჩასული ბავშვები აფხაზეთში 25 დღე დარჩებიან.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი და დაჭრილი სეპარატისტების აფხაზეთში დასვენების შესახებ.
ისინი სარეაბილიტაციო კურსს გაგრაში გადიოდნენ და ოკუპირებული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ სპეციალური მედლებითაც დააჯილდოვა.
მასალის გამოყენების პირობები