გალის რაიონის სოფელ მახუნჯიას ტერიტორიაზე, რამდენიმე დღის წინ ციტრუსების მეურნეობაში ცეცხლი გაჩნდა, საიდანაც ხანძარი ტყის მასივს მოედო.
ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური სამი დღის განმავლობაში მუშაობდა.
ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაციაში გალის, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და აგუძერას სახანძრო ბრიგადები მონაწილეობდნენ.
ამ დროისთვის ცეცხლი ბოლომდე ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად მახუნჯიაში სამას ძირზე მეტი მანდარინი და 50 ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა.