ეკონომიკური განვითარების სამინისტროს "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს" ლიკვიდაციისთვის სპეციალური კომისია შეიქმნა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს~ ეკონომიკის სამიისტროდან აცნობეს, შესაბამისად სააგენტოს სალიკვიდაციო პროცედურები უკვე დაწყებულია.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ~თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო~ ეკონომიკის სამინისტროს უნდა გამოეყოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირად უნდა ჩამოყალიბდეს.
როგორც მთავრობის წარმომადგენლები განმარტავდნენ, აღნიშნული სააგენტოს დამოუკიდებლად ჩამოყალიბება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო. თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენცის სააგენტოს უშუალო ფუნქციები შემოდგომაზე განისაზღვრება.