ოპეკის "კალათის" ფასი, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დაფიქსირდა.
საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, 13 აპრილის მდგომარეობით, ოპეკის "კალათის" ფასი ბარელზე 0,68 აშშ დოლარით შემცირდა და 81,52 დოლარი შეადგინა. ეს კი 5 აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ფასია.
ოპეკის "კალათის" ფასის რეკორდულ მაჩვენებელს ბარელზე 140,73 აშშ დოლარი შეადგენს, რომელიც 2008 წლის 3 ივლისს დაფიქსირდა.