მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელის, ანხელ დი მარიას სახლს თავს დაუდგენელი პირები დაესხნენ. სამმა შეიარაღებულმა მამაკაცმა სახლის კარები რკინის ხელკეტებით შეამტვრია, თუმცა მას შემდეგ, რაც სიგნალიზაცია ამუშავდა, ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. თავდასხმისას ფეხბურთელი სახლში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. კლუბის უსაფრთხოების სამსახურმა დი მარია, მისი მეუღლე და ქალიშვილი უსაფრთხოების მიზნით დროებით სასტუმროში გადაიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები