ფიფას გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ჟერომ შამპანი 29 მაისის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მის კანდიდატურას 5-მა ნაციონალურმა ასოციაციამ მხარი არ დაუჭირა. "სამწუხაროა, მაგრამ საჭირო რაოდენობით ხმები ვერ მივიღე და შესაბამისად, კანდიდატად დარეგისტრირებასაც ვერ შევძლებ,"-განაცხადა შამპანმა. ამ დროისათვის რეგისტრირებული კანდიდატების სია ასე გამოიყურება: მოქმედი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი, ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირის თავმჯდომარე მიხაილ ვან პრააგი და პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ.
მასალის გამოყენების პირობები