მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კიდევ ერთი პრესტიჟული ტურნირი მოიგო. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბრიტანელი ენდი მრეი დაამარცხა. შეხვედრა 3 საათსა და 39 წუთს გაგრძელდა და ანგარიშით 7:6 (7:5), 6:7 (4:7), 6:3, 6:0 დასრულდა. ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობა 4-ჯერ: 2008, 2011, 2012 და 2013 წლებში აქვს მოგებული.