პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ეხმაურება საქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებას შსს-ს მიერ ინიცირებულ ცვლილებაზე კანონში, რომელიც შუღლის გაღვივებით მოწოდების პრევენციას გულისხმობს.
"IPI და IPI-Georgia მიიჩნევს, რომ ეს კანონი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა და არაფერი აქვს საერთო შუღლის გაღვივების არიდებასთან. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პირველი მცდელობა საქართველოს მთავრობის მხრიდან იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე და მედიის და ხელისუფლების ოპონენტების დევნისთვის იქნება გამოყენებული.
შუღლის გაღვივების პრევენცია ღია და ჯანსაღი დისკუსიით შეიძლება და არა გამოხატვის თავისუფლების კრიმინალიზებით", - ნათქვამია პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.