მარია შარაპოვა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ შეხვედრაში რუსმა ჩოგბურთელმა თანამემამულე ეკატერინა მაკაროვა 6:3, 6:2 დაამარცხა. ფინალში მსოფიოს მეორე ჩოგანი უილიამსი-კისის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ფინალში გასასვლელად სერენა უილიამსი თანამემამულის, მედისონ კისის დამარცხებას შეეცდება.
მასალის გამოყენების პირობები