იოზეფ ბლატერი აცხადებს, რომ "ფიფას" პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ რადიოში მუშაობა სურს. "პირველივე დღეს, როგორც კი პოსტს დავტოვებ, რადიოში მივალ. რადიო ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე ტელევიზია. რადიოში მუშაობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და ვფიქრობ, ამ საქმეში ცუდი არ ვიქნები,"-აღნიშნა ბლატერმა. "ფიფას" პრეზიდენტის არჩევნები ციურიხში მაისში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები