29-30 იანვარს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ეწვევა. როგორც ჟურნალისტებთან საგარეო უწყების პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შევედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს ნატოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობის ადგილს. ვერშბოუ ასევე წაიკითხავს საჯარო ლექციას საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე", - განაცხადა დავით კერესელიძემ.