აშშ-ში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოში გაუქმდება საბოლოოდ ყველანაირი პოლიტიკური პარტია ან ორგანიზაცია და აღარ იქნება ქართველი ხალხის გამომხატველი ორგანიზაციები, პოლიტიკოსებს ისევ დაიჭერენ და გააგრძელებენ მათ ციხეში ჩასმას, იქნება მათთვის წითელი ხაზი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან ილაპარაკა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე და აღნიშნა, რომ „ივანიშვილი ბოლომდე ვერ ბედავს ამის გაკეთებას და სულ ვადის გახანგრძლივებაზეა ორიენტირებული ამიტომ ჩემთვის ესეც იმის მანიშნებელია რომ მას აქვს გარკვეულწილად შიში”.
„როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან დალაგებაზეა საუბარი (გუშინ ჩვენ ვიხილეთ ახალი პროექტი „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული, პრეზიდენტ ტრამპის ორგანიზაციასთან სამშენებლო დეველოპერულ კომპანიასთან), აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რას ამბობენ აშშ და თეთრი სახლი. ისინი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოში გაუქმდება საბოლოოდ ყველანაირი პოლიტიკური პარტია ან ორგანიზაცია და აღარ იქნება ქართველი ხალხის გამომხატველი ორგანიზაციები, პოლიტიკოსებს ისევ დაიჭერენ და გააგრძელებენ მათ ციხეში ჩასმას, იქნება მათთვის წითელი ხაზი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხან ერთხელ შეიტანეს სარჩელი, ხან მეორეჯერ და მესამეჯერ სულ განადგურებით ემუქრებიან ამ პარტიებს, მაგრამ მაინც ვხედავთ, რომ ივანიშვილი ბოლომდე ვერ ბედავს ამის გაკეთებას და სულ ვადის გახანგრძლივებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩემთვის ესეც იმის მანიშნებელია, რომ მას აქვს გარკვეულწილად შიში. საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ არის, მითითებებს იძლევიან კობახიძე და პაპუაშვილი ივანიშვილთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით, რომ აკრძალოს პარტიები. ეს მაინც ვერ მოსპობს იმ იდეას, რის გარშემოც შემოკრებილები არიან საქართველოს მოქალაქეები. ეს არის თავისუფალი საქართველოს იდეა, რუსეთისგან თავისუფალი, დემოკრატიული, კეთილდღეობით, მშვიდობიანი, განვითარებული. ამიტომ ვწვალობთ ძალიან. ვხედავთ, ამ ვადის გახანგრძლივებაც ამის მანიშნებელია, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ ამას ექნება ძალიან სერიოზული შედეგები, რომლებიც აისახება იმ პირობებზე, რა პირობებსაც ის უყენებს ქართველ ხალხს. პარტიების ფურცელზე აკრძალვა „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რაც არ უნდა მოიგონონ და გააფორმონ ფურცელზე, ვერ შეცვლის იმ იდეას, რის გარშემოც ვართ გაერთიანებულები და ეს ძალიან კარგად იცის” - განაცხადა დეკანოიძემ.