მარია შარაპოვა ავსტრალიის ღია პირველობის 1/4 ფინალში გავიდა. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ჩინელი პენ შუაი 6:3, 6:0 დაამარცხა. მომდევნო ტურში ის კანადელ ეჟენი ბუსარს დაუპირისპირდება. წარმატებით იასპარეზა შარაპოვას კიდევ ერთმა თანამემამულემ ეკატერინა მაკაროვამ, რომელმაც გერმანელი იულია გერგესი დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები