გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ განსახილველად გალის რაიონში მცხოვრები ქართველების უფლებების დაცვისა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რუსული კატარღების უკანონოდ შემოჭრის ფაქტები დააყენა.
ქართულ მხარეს შეხვედრაზე საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი ხელმძღვანელობდა