ბრაზილიაში გულშემატკივრებმა სტადიონზე დონეცკის დეფაქტო რესპუბლიკის მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს. „მხარს ვუჭერთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკას,"-ამ შინაარსის ლოზუნგი მანე გარინჩას სახელობის სტადიონზე, „ფლამენგოსა" და „შახტიორის" დაპირისპირებისას გამოჩნდა. ერთ-ერთ ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა ე.წ. ნოვოროსიის დროსაც აღმართეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იყო პოლიტიკური აქციის ორგანიზატორი. ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ აქცია სტადიონზე მყოფმა დონეცკელმა სეპარატისტებმა მოაწყვეს.
მასალის გამოყენების პირობები