ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ნაკრები გუნდები მონაწილეობას ევროპის აუღიარებელი ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატში მიიღებენ.
ჩამოთვლილთა გარდა, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატში სამხრეთ კავკასიიდან მთიანი ყარაბაღის საფეხბურთო ნაკრებიც ითამაშებს.
ოკუპირებული რეგიონების ნაკრებ გუნდებს თამაშში მონაწილეობის მიღება ყოველგვარი შესარჩევი ეტაპების გარეშე მიეცათ.
მათთან ერთად ჩემპიონატში მანის კუნძულების, ოქსიტანიის, ლაპლანდიის, ნიცას საგრაფოს, ჩრდილოეთ კვიპროსის და ფრანკონიას ნაკრებებიც მონაწილეობენ.
აუღიარებელი ქვეყნების ევროპის ჩემპიონატში ბოშების ნაკრებიც ითამაშებს.
სატურნირო კენჭისყრა თებერვალში გაიმართება, ჩემპიონატი კი მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდება.
აუღიარებელ ქვეყნებს შორის პირველი საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 წელს, შვედეთის ქალაქ ესტერსუნდში გაიმართა.