იორდანიის პრინცს სრული უფლება აქვს „ფიფას" პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს. ამის შესახებ უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა. „მე კარგად ვიცნობ პრინცს და ვფიქრობ, რომ მას ამ პოსტის დაკავების შანსი აქვს. ჩვენ მისგან ახალ წინადადებებსა და პროგრამას ველით,"-აღნიშნა პლატინიმ. პრინცმა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა „ფიფას" პრეზიდენტის 2015 წლის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ორი დღის წინ გამოთქვა.
მასალის გამოყენების პირობები