იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი ფიფას პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურის დაყენებას აპირებს.
39 წლის პრინცის მთავარი მოწინააღმდეგე 78 წლის ზეფ ბლატერი იქნება, რომელიც მეხუთე ვადით არჩევაზე აცხადებს პრეტენზიას.
,,დადგა დრო, ადმინისტრაციული წინააღმდეგობიდან სპორტულ თემაზე გადავიდეთ. პრესაში სათაურები ფეხბურთის ამბავს უნდა იუწყებოდეს და არა ფიფა-ს შესახებ ინფორმაციას." - განცხადა პრინცმა.
პრინცი ალი იორდანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 1999 წელს გახდა, 2011 წელს კი ის დასავლეთ აზიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელად და ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
იორდანიის პრინცი ერთ-ერთი იყო იმათგან, ვინც 2018-2022 წლების ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევასთან დაკავშირებული კორუფციული სქემის შესახებ მაიკლ გარსიას პუბლიკაციას მხარი დაუჭირა.
პრინც ალის მტკიცებით, ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრასთან დაკავშირებით მისმა გადაწყვეტილებამ კოლეგებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა.
,,უფრო და უფრო ხშირად მესმის, რომ ცვლილებების დრო დადგა.
ეს პოპულარული თამაში იმსახურებს, მსოფლიო კლასის მქონე ხელმძღვანელ ორგანოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ეთიკური, გამჭვირვალე და ხარისხიანი მართვის მაგალითი იქნება." - განაცხადა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა.
მასალის გამოყენების პირობები