წლიურმა ინფლაციამ მიმდინარე წლის მარტში 5.8 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე წლის თებერვალში 5.6 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2009 წლის მარტში 1.6 პროცენტი იყო.
ამასთან, რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულმა მაჩვენებლმა მარტში -0.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იგი -0.4 პროცენტზე ფიქსირდებოდა.
2009 წელს ინფლაცია საქართველოში 3 პროცენტზე დაფიქსირდა. 2010-12 წლებში კი, მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებლი 6 პროცენტს შეადგენს.