ახალი წლის ტრადიცია ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სხავადსხვანაირია. ქართული ტრადიციის მიხედვით, თოვლის ბაბუა თეთრ ჩოხაში გამოწყობი წვერ-ულვაშიანი მომღიმარი კეთილი მოხუცია, რომელსაც ხურჯინი აქვს მხარზე გადაკიდებული და ბავშვებს საჩუქრებს ჩუქნის. საქართველოში ახალ წელი თოვლის ბაბუასთან ერთად მეკვლესთანაც ასოცირდება. ტრადიციის მიხედვით, მეკვლეებს დიდი მოწიწებით ირჩევენ. იგი პირველია ვინც ახალი წლის ღამეს პირველი შედის ოჯახში და ხვავსა და ბარაქას უსურვებს ოჯახს. ცუდი ფეხის მქონე მეკვლის სახლში შემოშვება არ არის სასურველი.
ხევსურეთი:
ხევსურები წელწადს დიდი სამზადისით ეგებებიან. წინა დღით სახლსა და მის კარმიდამოს ასუფთავებენ და ყველანი და ყველანი ახალი ტალავარით იმოსებიან. ოჯახებში საახალწლოდ არაყს ხდიან და ლუდს ხარშავენ.
დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ერთს დიდ სამეკვლეო კვერს აცხობენ, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისთვის აცხობს ბედობის კვერებს: თითოეულ ბედისკვერს თავისი ნიშანი აზის და, გამოცხობის დროს ვისიც უფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნებაო.
ახალწლის საღამოს ოჯახიდან ხატში გზავნიან მეკვლეს, რომელსაც მიაქვს არაყი და წულის სანთლები, რამდენიც ოჯახში ქუდოსანია. მეკვლეს დაბრუნებამდე ოჯახიდან არავინ გავა.
ხატში მისულ მეკვლეს ასე მიესალმებიან: "მოგვიხვედ მშვოდობითა, ბევრ ამას ახალ წელსამც ილოცავო, ერთს ამასაო, ათი ათას სხვასაო, პურიანსაო, წულიანსაო, სახელ-სარგებლიანსო". მეკვლე დარბაზში შედის და ღამე იქ რჩება. აქ ხუცი მეკვლეების მიტანილ არაყს სინჯავს და, ვისიც თავი არაყია, მას მეკვლე სანამეტნაოდ აწყალობებს.
გათენებისას ხუცი კვალის დასაჭერად დარბაზიდან კარში გადის, შემოიტანს თოვლს. ყველანი ფეხზე დგებიან, ხუცი მათ თოვლს გადააყრის და იტყვის: "ესრ თეთრად აყვავდით! წელიმც კაისა გამოგეცვლებისთ, პურიან-წულიანი, სახელ-სარგებლიანი, მშვიდობის და კარგად ყოფისა!" ამაზე დარბაზში მყოფნი უპასუხებენ: " აგრემც შენ გამოგეწვლების ბევრი ახალი წელი, მშვიდობისა, კარგა ყოფნისა, პურიან წუვლიანი!" ყველანი ერთმანეთს დალოცავენ და არრაყს შესვამენ. მზის ამოსვლისას ხუცი დარბაზიდან ისევ გავა და დილის ზარს დარეკავს. დარბაზში მყოფი მეკვლენი გამწკრივდებიან, წილს ყრიან და, ვისაც წილი ერგება, პირველად ის გამოვა და სხვები მას რიგით მოჰყვებიან. დარბაზის გარეთ ლუდიანი ქვაბი დგას და ხუცი იხუცებს; შემდეგ ხუცი მეკვლეებს თითო თას ლუდს შეასმევს და ბოთლებში საფუარ ლუდს ჩაუსხამს: ამის შემდეგ ყველანი თავიანთ ოჯახებში ბრუნდებიან.
ხატიდან დაბრუნებულ მეკვლეს სახლის კარებში დიასახლისი მიეგებება, მა სხმის გაუცემლად საფუარს ჩამოართმევს და სამეკვლეო კვერს გადასცემს; ამ კვერს მეკვლე სამჯერ სახლში შეაგორებს და იტყვის: "ჩემიმც კვალ კაზე დაგიჯდებისთ! პურიანი, წულიანი, სახელ-სარგებლიანი, ერთ ეს წელი, ათიათას სხვაი, კაგად ყოფისა, კაცისა და საქონიასაი!" თუ კვერი ჯვარწაღმა დაეცა, ეს კარგი ნიშანია, თუ არადა ცუდია. ამ პურს დიასახლისი აიღებს და ცალკე შეინახავს. მეკვლე კერასთან მივა, მუგუზალს შეუჩინხლებს და, ნაპერწკლები რომ გასცვივა, ადამიანისა და საქონლის გამრავლებაზე დაილოცება, ბოლოს მეკვლე პირში საფუარს ჩაიყენებს, მას მას ადამიანსა და საქონელს შეასხამს და იტყვის: " აგრემც ახყვავდებით, აგრემც ახფუვდებით!" ყველას თავიანთ ბედის კვერებსაც დაურიგებენ.
ამის შემდეგ შინაურებისთვის კარები ღიაა და ოჯახის წევრებს შეუძლიათ კარში გამოსვლა, მაგრამ მესამე დღემდე მეზობლებთან მაინც ვერ მივლენ. მხოლოდ მეგობრის მოკითხვა შეიძლება. ამ მიზნით ოჯახის პატრონი მოიკაზმება ახალი ტალავარით, ხანჯლით, საცერულს თითზე იკეთებს, აიღებს არაყს და მივა მეგობრის ოჯახში. ის კარებს დაუკაკუნებს, მასპინძელი კარებშივე მიეგებება და ახალწლის მილოცვის შემდეგ იქვე სუფრას დაუდგამს. შინ კი ვერ შევლენ.
ფშავი:
"ლიტანია-საღამოს ოჯახის უფროსი კაცი ხატშიც მიდის, რომ ხატს წელიწადობა მიულოცოს. ყოველ შემთხვევვაში, თემი მოვალეა, ხატში ამ დღისათვის ორი კაცი მაინც გაგზავნოს. ხატის ეს მეკვლეობა ზოგიერთ თემში მორიგეობით იციან, ზოგან კი ხატში კომლზე კაცი მიდის და თან მიაქვს "საკაცო"-დ მამაკაცზე თითო სანთელი, ხმიადები, სასმელი და ხშირად საკლავიც მიჰყავთ.
ხევსურები სანთელს აანთებეს და ღამის მთეველებს ამწყალობეგბს. შემდეგ ვახშმობენ. დაანთებენ ცეცხლს და თბებიან. ცეცხლში ერთმანეთს ქუდებს ჩაუგდებენ.
მამლის პირველი ყივილისას დიადახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად ხმიადს გამოუცხობს და ერთმანეთს წელიწადობას ასე ულოცავენ.
"დიდი გიმატოს ღმერთმა, ახალმა წელმა, ახალით წლის გამოცვლამა"ო, თბილ ხმიადს დიასახლისი ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან "ნაყარს"-ყველსა და პურს წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს სა სამჯერ იტყვის: "წყალი ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო". ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მისდგამს, სუფრას სახელს შესდებს და ასე დაილოცება. "ღმერთო დიდება შენდა, ღმერთო, მადლობა შენდა, ღმერთო, ყველა სენი გაჩენილი, სენ გაბარივართ ცოცხალნიც, მკვდარიცა; შენისავ დიდებითა, სენიტა მოცემითა, შეიწყალოს". ოჯახი უცდის ხატის ღამისთევლების გამობრუნებას, მეკვლეა შემოსვლას და ოჯახიდან არავინ გადის. დიასახლისი ქვაბს ჩამოკიდებს და ხინკლის კეთებას შეუდგება.
ხატიდან გამობრუნებისას ოჯახის უფროსი ხატის მეკვლეთა შორის ერთს რომელიმეს ოჯახის მეკვლედ წამოიყვანს, თუ ის პირი კარგი ფეხისად მიაჩნია. მეკვლედ შინაური არ იქნება. იწვევენ მეზობელს, ვინც კარგი ფეხითა და თვალითაა ცნობილი. მეკვლეს სახელით გამოძახება არ იქნება. მას სახლის კარებზე სამჯერ მიუკაკუნებენ, ზოგჯერ ქვასაც ესვრიან და ამ ნიშნით მეკვლე გამიდის და სამეკვლეოდ წავა.
დიასახლისი კარის ზღურბთან მეკვლეს საახალწლო ხონჩას მიაგებებს, მეკვლე აირებს "ხარის გორას" და კარის ზღურბლთან სახლში სამჯერ შემოაგორებს. ბედისკვერი თუ "წაღმა დადგა" და ის მხარე, რომელზედაც ხარ-გუთანი და საოჯახო საქმეებია გამოსახული, ზევით მოექცევა, ეს ნიშნავს კარგ მოსავალს და ოჯახის ბარაქას. სემდეგ მეკვლე სახლში შემოდის. "ფეზი ჩელი, კვალი ანგლოზისა, კარგამაც მოგიხდებათ ჩემი მეკვლეობა, დიდი გიმატოს ღმერთმა, ახალის წლის გამოცვამ გიმატოთ თავის კაცით, საქონით."
შუადღისას ოჯახში სამ სუფრას დადგამენ და სამივეს ცალცალკე სახელს დარქმევენ: ერთი სუფრა ოჯახის მიცვალებულებისაა, მეორე მოუგონებელი მკვდრების და მესამე კი უპატრონოების.
ფშაველებს სწამთ, რომ ახალი წლის დილას ყველაფერი "ცხადია" და სრულდება და ამიტომ კარგსა და სასიამოვნოს აკეთებენ ახალწლის მეორე დღეს - "კუმატიას" და მას უქმობენ."
მთის რაჭა:
ახალ წელიწადს მთის რაჭველი დიდის მოწიებით ეგებება, რომლისგანაც ის მოელის თავისი წლიური სურვილების განაღდებას. ახალიწლის წინა დღით თითოეული გლეხი ოჯახში ერთ მარხილ შეშას მოიტანს. ამ მარხილზე დებს ჩიჩილაკს, "ნეკერს" (თხილის ბიბილო) და "თომს" (ფეხის თივა). ამავე დღეს საახალწლო ღორს ჰკლავენ, ვისაც ღორი არა ჰყავს "ნებიერს" (ნასუქი მოზვერი). ღამე აცხობენ საახალწლო ბაჭულებს, მათში ერთი ძველი წლისთვის. აგრეთვე აცხობენ ადამიანის სახის კაცა-ბასილას და ერთ დიდ პურს, "კერი-ბერიად"წოდებულს, რომელიც პატარა ირკალებითაა დაჭრელებული. ამ ნამცხვრებს ოჯახის მეკვლე, "მაკვრიელი"ცხრილზე დაალაგებს, გვერდში საზედაშედ ერთ ბოთლ ღვინოს მოუდგამს და ბეღელში შეინახავს.
მამლის ყივილისას მეკვლე დგება და ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გადის და მარხილზე დაწყობილ ნეკერს, თომსა და ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. აქ ცხრილს აიღებს და ყოველივე ამით უკან სახლში შებრუნდება. იაიღებს "კერია-ბეთიას"პურს და საფუარზე დადებს, აბრუნებს მას მარჯვნივ და ხმამაღლა მეტყველებს: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, დიამც მოგივა ახალი წელი: შეძენისა და მოგების, მშვიდობისა და კარგად ყოფნის, ღვინიანობის, პურიანობის, საქონლის გამრავლების... ღმერთო ბედნიერი წელი მოგვიბრუნეო". ბოლოს ხმის აწევით დაიძახებს: "მრავალი ახალი წელიწადი გაგითენოთ ღმერთმან". ამაზე ოჯახი უპასუხებს: "შენც მრავალი ახალი წელიწადი გაგითენოთ ღმერთმანო".
შემდეგ, ოჯახის მეკვლე ცხრილს ვარცლზე დებს და წყლის მოსატანად წავა, რომის დაბრუნებამდე ლოგინიდან ყველანი დგებიან და მეკვლე მათ ხელ-პირს აბანინებს. ხალხის რწმენით ამით ძროხებს მთელი წლის განმავლობაში კარგი წველა ექნებაო.
მეკვლე აგრეთვე ბოსელში შედის და იქ ახალწელიწადს საქონელსაც მიულოცავს და თან თივასაც დაუყრის. საუზმის წინ "კერი-ბერია"-ს პურიდან ბეჭდებს ამოჭრიან და ყველას სათიტავოდ დაურიგებენ, დანარჩებს კი ბეღლის თიტოეულ თვალში ჩასდებენ, ბარაქიანი მოსავალი იქნებაო. ახალწელიწადს ყველანი ფუსფუსებენ და მხიარულობენ, რომ სიზარ მაცე და სიავე არ დეკვებოთ. მეკვლეს ირჩევენ კარგი ფეხისას, რომლისგან დამოკიდებულია ოჯახის ბარაქიანობა. მეკვლის მოლოცვამდე ოჯახში არავის უშვებენ.
ამ დღეს მონადირეები "იმზნიან", ე.ი, ნიშანში ვარჯიშობენ ამის მიხედვით მომავალზე წინასწარმეტყველობენ. იციან ერთმანეთის ძღვნით მოკითხვა და ახლწლის მილოცვა.
ახალ წელლს ეს რიტუალი დაკავშირებულია მზის ღვთაების ექმენასთან (გაზაფხულის მზის მოქცევასთან), რომლის მკთარ ანასახს აქ წარმოადგენს ადამიანის სახის ნამცხვარი "კაცაბასილა". ამ ახლად მოქცეულ მზეს მთიელი მეკვლე სესთხოვს ჭირნახულის დოვლათიანობას., საქონლის გამრავლებას, ოჯახის ბედნიარებას და საერთოდ მშვიოდბიანი წელიწადის მობრუნებას. რაც შეეხება საახალწლო პურს, "კერია ბერიას", როგროც მისსივე სახელი ნმოწმობს, ის დაკავშირებული უნდა იყოს ოჯახის კერის თაყვანისცემასთან, რომელივ ოჯახის უხუცესი წინაპარის სადგომად ითვლებოდა, და ამ ოჯახის მფარველ, და ამ ოჯახის მფარველ ბერს, რაჭველი მეკვლე, მისივე გამოსახულების "კერია ბერიას" პურზე შესთხოვს ოჯახის ბარაქას.
გურია- სამეგრელო:
გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს "კალანდა" ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან. სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით "დააბერებს." საუზმის შემდეგ კი დაიწყება თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები. მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ ამ კაკლივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს. ბოლოს ღორის თავს აიღებს, საწნახელს სამჯერ მიარტყამს და თან ყვირის: "აგუნა, აგუნა, მიეც ჩვენს სამშობლოს ღვინო და სხვებს ფურცელი"-ო. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართება და ოჯახის წევრებს ულოცავენ.
ქართლი და კახეთი:
ქართლსა და კახეთში ახალი წლისთვის ჩამიჩიან პურებს აცხობდნენ, ისე რომ ოჯახის ყოველს წევრს თითო ჩამიჩიანი პური შეხვედროდა. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ტეხავდა ხოლმე. ჩურჩხელებს, ჩირს, მოქარშულ დედას და ღორის თავს ჩამიჩიან პურებთან ერთად ხახალაზე აწყობდნენ ახალი წლის ღამეს და თან არაყსა და ღვინოსაც მიუდგამდნენ ხოლმე. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადიოდას და სახლს სამჯერ შემოუვლიდა. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავდა და საგანგებოდ მომზადებული პურიანი ჯამიდან ყველას თითო ლუკმას უდებდა პირში.
მესხეთ-ჯავახეთი:
საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას.
პირველად გამოაცხობდნენ ბასილას, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა.
შემდეგ აცხობდნენ: "ხარის ქედის" მრგვალ კვერებს, ცხვრის "ბუჟუნას", რომლის ცომსაც სახრეზე დაახვევდნენ და ისე გამოაცხობდნენ, "ბედის პური" ცხვებოდა დიდი და შიგ ატანდნენ თეთრ აბაზიანს.
სამაჩაბლო:
აქ მეკვლე აუცილებლად პატარა ბავშვი უნდა ყოფილიყო, რათა სუფთა გულითა და ხელებით სიკეთე შეეტანა ოჯახში. მეკვლეს ხელში ლანგარი ეჭირა, რომელზეც ტკბილეული და კარტოფილის ხინკლები ეწყო. აქაურ საახალწლო სუფრას ამშვენებდა ხაჭაპურები, ხაბიზგინები, გოზინაყი, მოხარშული დედალი