პრორუსული ოპოზიციური ბლოკი „გამარჯვება“ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს გაასაჩივრებს.
„გამარჯვების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაია სანდუმ, „სასურველ შედეგს მიაღწია მხოლოდ ევროპის უბნებზე თაღლითობისა და მასობრივი დარღვევების წყალობით“.
მათი აზრით, პროევროპელმა პოლიტიკოსმა ფაქტობრივად „სამჯერ წააგო“: რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტური.
პრორუსული ბლოკი „გამარჯვება“ მიიჩნევს, რომ რუსეთსა და დასავლეთში დიასპორის თემებს შორის ხმის მიცემა არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა.
ბლოკის წევრები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი დიასპორა რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს, მაგრამ იქ მხოლოდ ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა, ევროპის ქვეყნებში კი ათობით უბანი იყო, მაგრამ მათი თქმით, ბევრი ცარიელი იყო.
გარდა ამისა, „გამარჯვების“ წარმომადგენლებმა ამჟამინდელ პრეზიდენტს „მატყუარა“ და მმარტველობას „ძალაუფლების უზურპაცია“ უწოდეს.
„სანდუმ წააგო ქვეყნის შიგნით და უნდა წავიდეს“, - თქვეს ბლოკის წარმომადგენლებმა.
ცნობისთვის, საარჩევნო ბლოკი „გამარჯვება“ 2024 წლის აპრილში მოსკოვშია დაფუძნებული პრორუს ბიზნესმენთან, ილან შორთან დაკავშირებული ხუთი პარტიის მიერ.