ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ვილია ბლინკევიჩიუტემ უარი თქვა პრემიერ-მინისტრობაზე, რის შემდეაგაც პარტიის წევრებმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელეს.
როგორც ვილია ბლინკევიჩიუტემ მედიას განუცხადა, ის ვერ შეძლებს თანამდებობის დაკავებას, ასაკისა და ჯანმრთელობის გამო, კანდიდატად კი, ამავე პარტიის ყოფილი ლიდერი და სეიმის წევრი გინტაუტას პალუცკასი დაასახელა.
„მე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ხალხი ელოდება ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც გააუმჯობესებს მათ ცხოვრებას“, – აღნიშნა პალუცკასმა.
27 ოქტომბერს ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც უმრავლესობა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო.