28 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დრანდის საარჩევნო ოლქში განმეორებითი საპრლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც ერთმანეთს სერგეი შამბა და თენგიზ აგრბა დაუპირისპირდნენ.
არჩევნების მეორე ტურის შედეგებით გამარჯვება სერგეი შამბამ მოიპოვა.
ის წლების განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო-საქმეთა მინისტრი იყო, ხოლო 2010-11 წლებში პრემიერ-მინისტრის პოსტიც ეკავა.
სერგეი შამბა ოკუპირებული აფხაზეთის 2004-2011 წლების საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები