საქართველო ყირგიზეთში ჰუმანიტარულ ტვირთს დღეს გააგზავნის. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადება პრემიერმა ნიკა გილაურმა გააკეთა. მისივე განმარტებით სპეციალური თვითმფრინავის ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთვა ამ წუთებში ხდება და ლაინერი ყირგიზეთში საღამოსთვის გაფრინდება.
აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე ყირგიზ ხალხს ძირითადად სამედიცინო მოხმარების საგნების ეხმარება რადგან როგორც სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განმარტა ყირგიზეთში ამ ეტაპზე სწორედ მედიკამენტების მძიმე, კერძოდ ანტიბიოტიკების და კერძოდ შესახვევი მასალების საჭიროება არსებობს.
"ყირგიზეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის ქართულმა მხარემ შესაბამისი გადაწყვეტილება ადამიანური ფაქტორის გამო მიიღო. იქ რამდენიმე ათეული ადამიანია დაღუპული და კიდევ ბევრია დაჭრილი. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ერთ-ერთი პირველები ვიყოთ ვინც ყირგიზ ხალხს დახმარებას აღმოუჩენს", _ განაცხადა პრემიერ-მინიტრმა ნიკა გილაურმა.