საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ბიზნესგარემოს მსოფლიო რეკლამირებას იწყებს. როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა პირველი სარეკლამო რგოლი ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ეთერში გავა.
"ეს იქნება ვრცელი საინფორმაციო კლიპი, რომელშიც ქართული ბიზნესის სხვა და სხვა სექტორის შესახებ იქნება საუბარი. ეს ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ბიზნეს გარემოთი, რაც შეიძლება მეტი ინვესტორი დაინტერესდეს", _ განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
"სი-ენ-ენის" ეთერში საქართველოს შესახებ კლიპი აპრილის ბოლოს გამოჩნდება და ის ქვეყნის ბიზნესგარემოს შესახებ მსოფლიო რეკლამირებას ერთი კვირის განმავლობაში მოახდენს.