10 აპრილს, 11:30 საათზე, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას~ მე-11 პავილიონში, თბილისის მერიისა და გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოების მიერ ორგანიზებული გამოფენის ("დამზადებულია თბილისში~) ფარგლებში, გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი. ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიებს სპეციალურ ჯილდოებს გადასცემს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს ხარისხის ფონდისა და გლობალ აიდიას~ მიერ შექმნილი ნომინაციები.