აჭარაში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების განაცხადების მიღების, შეფასებისა და შერჩევის კრიტერიუმში ცვლილება შევიდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის ინიციატივით, მუნიციპალიტეტების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურებისა და აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გელოგიური სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა . შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე ესწრებოდა.
შეხვედრაზე განიხილეს:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებაში შესული ცვლილებები, რომელიც არეგულირებს სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განაცხადების მიღების, შეფასებისა და შერჩევის კრიტერიუმებს;
2. საცხოვრებელი სახლების ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგორიური დასკვნების ფორმატი;
3.თვითმმართველი ერთეულების როლი ბუნებრივიდა ანთროპოგენური კატასტროფების რისკის მართვის დროს;
4. მონიტორინგი.
მასალის გამოყენების პირობები