კასპის რაიონში ახალგაზრდა კაცი მძიმედ დაჭრეს. ,,რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, თამაზ მოსიაშვილს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლიდან ნაცნობმა გაიყვანა, თუმცა რა ვითარებაში დაჭრეს, ამ დრომდე უცნობია.
ექიმების განმარტებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. დაშავებული მკურნალობის კურსს კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.
ბრალდებული სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები