დღეს, 15 დეკემბერს, ეკლესია ისე წილკნელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ისე წილკნელი ცამეტთაგან ერთი ასურელ მამათგანი იყო. იგი იყო დიაკონი, იოანე ზედაზნელის მოწაფე. მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში.
ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ განაგებდა წილკნის საეპისკოპოსო კათედრას.
გააქრისტიანა საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის მოსახლეობა, სადაც დაანგრია წარმართულ კერპთა ტაძრები და ააშენა ეკლესიები. დასაფლავებულია წილკნის ეკლესიაში.
იოანე ზედაზნელის მოწაფეები, ასურელი მამები იყვნენ: შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელის, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ქიზიყელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, დავით გარეჯელი, აბიბოს ნეკრესელი.