ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში 85 წლის ნინა ხაზალიას თავმდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შემთხვევა გუშინ გვიან საღამოს მოხდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 118-ე მუხლით მიმდინარეობს რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, თავდამსხმელებს სახლი არ გაუძარცვავთ, შესაბამისად გამოძიება დაადგენს რა მიზნით შევიდნენ ისინი მოხუცის სახლში.
შსს ინფორმაციით დაზარალებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში ჩაუტარდა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. Dდაზარალებული უკვე სახლში იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, მოხუცს თავს სამი თავდამსხმელი დაესხა.