ოზურგეთის ცენტრში მიკროავტობუსი აფეთქდა. ,,რუსთავი-2"-ის ინფორმაციით, ახალი ბაზრის ტერიტორიაზე კარტოფილით დატვირთულ მიკროავტობუსს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც მძღოლი გარეთ იმყოფებოდა და მანქანის ნაწილებს ამოწმებდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.
ამ დროისთვის ცეცლი უკვე ლიკვიდირებულია.
აფეთქების გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
მასალის გამოყენების პირობები