კომპლექსური სარემონტო სამუშაოების შემდეგ, 2015 წლის 1-ელ იანვრამდე, ოკუპირებულ აფხაზეთში ექსპლუატაციაში შევა რამდენიმე შენობა, მათ შორის: ქალაქ ტყვარჩელის №1 საშუალო სკოლა და კულტურის სასახლე; ქალაქ გალის კულტურის სახლი და სპორტული ორთაბრძოლებისა და კრივის სკოლა ქალაქ ოჩამჩირეში.
სარემონტო სამუშაოებს ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო კომპანია ,,აფსნირგილარა" ახორციელებდა, რომლის ხელმღვანელის რუსლან ტვანბას თქმით, ახალ წლამდე დაგეგმილია ასევე, ჩერნომორეჩინსკის საკალმახე მეურნეობის, ,,კარპოვიე პრუდის" გახსნაც.
მასალის გამოყენების პირობები