ცნობილი ბლაზილიელი ფეხბურთელი რონალდო კარიერის გაგრძელებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ გამოცემა "ესტადაო" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის ფეხბურთელს, რომელმაც კარიერა 2011 წელს დაასრულა, თამაშის გაგრძელება ჩრდილოამერიკულ საფეხბურთო ლიგაში, კერძოდ კი "ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსის" შემადგენლობაში სურს.
"მე აქტიურ მონაწილეობას მივიღებ გუნდის ფორმირებაში და წარმატების მიღწევაში დავეხმარები"-აცხადებს ბრაზილიელი.