სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „გორგია" 12 დეკემბერს ქუთაისში კიდევ ერთ ჰიპერმარეტს ხსნის. გახსნის ცერემონია ქუთაისში ჭავჭავაძის 8/4-ში, 13:00 საათზე გაიმართება. 14:00 საათზე ჰიპერმარკეტი ოფიციალურად გაიხსნება და პირველ 100 მომხმარებელს „გორგიასგან" სპეციალური საჩუქარი გადაეცემა.
ჰიპერმარკეტ „გორგიას" მენეჯმენტთან ერთად, ქუთაისის მერი - შოთა მურღულაია გახსნის. ჰიპერმარკეტის გახსნას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და 200 მოწვეული სტუმარი დაესწრება.
3000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში, მომხმარებელს 20 000-მდე დასახელების პროდუქტის შეძენა შეეძლება. „გორგიაში" მათ იტალიაში, თურქეთში, გერმანიაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში წარმოებული პროდუქტის შეძენა შეეძლებათ.
„ჰიპერმარკეტის გახსნა ქუთაისში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტში ასეულობით ახალი მიმართულება შევიტანეთ, რათა მომხმარებლისთვის მშენებლობა და რემონტი მაქსიმალურ კომფორტად ქცეულიყო. ჩვენ ერთ სივრცეში მოვაქციეთ ყველაფერი, რის შესაძენადაც მომხმარებელს სხვადასხვა მაღაზიებში და ბაზრობებზე სიარული უწევდა. ახალ ჰიპერმარკეტს სპეციალური საფასო პოლიტიკა აქვს და ჩვენ ასეულობით სამშენებლო და სარემონტო პროდუქტს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად ვყიდით". - აცხადებენ ჰიპერმარკეტ „გორგიაში"-ში.
კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ ჰიპერმარკეტის ახალ კონცეფციაზე მუშაობა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი განახლებისთვის მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოწყობაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას.
კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 80-მდე ადამიანი დასაქმდა. თითოეული მათგანი ჰიპერმარკეტის ახალი კონცეპტის შესაბამისად გადამზადდა.
ჰიპერმარკეტ „გორგიას" პირველი ობიექტი თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარეობს და მომხმარებელს 25000-მდე დასახელების პროდუქტს საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს.