ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მაისის ბოლოს დასრულდება.
ამის შესახებ გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა.
"ეს მნიშვნელოვანი მშენებლობაა, როგორც თბილისისთვის ასევე საქართველოსთვის გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მივიღებთ მნიშვნელოვან გზას, რომელიც დედაქალაქში მოძრაობას განტვირთავს. ასევე გვექნება ლამაზ ხიდი, რომელიც თბილისს დამშვენებს", - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხიდის მშენებლობის მოსანახულებლად დღეს გმირთა მოედანზე ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა.