დასაქმების სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით 12 დეკემბერს 12:00 საათზე სსიპ აჭარის ა.რ დასაქმების სააგენტოსა და აჭარის ა.რ. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები განახორციელებენ არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და კადრების ოპერატიულად შერჩევას. დასაქმების სააგენტოსა და საგზაო დეპარტამენტის კოორდინირებულად მუშაობა, მოსახლეობის დასაქმებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.