8-9 დეკმებრს ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსი და აფხაზი მეწარმეების მიერ ერთობლივი იარმარკა-გამოფენა მოეწყო, რომელსაც ,,საქმიანი რუსეთის" სახელით სპეციალური დელეგაცია სტუმრობდა.
იარმარკის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის რამდენიმე ბიზნესმენმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა იური აიკინმა გაავრცელა.
მისი თქმით, სტავროპოლში არსებულმა კომპანია ,,იუნი-ფრუტმა" აფხაზურ კომპანიასთან 500 ტონა ციტრუსის მიწოდების პირობით ხელშეკრულება გააფორმა.
,,პროდუქტიული იყო კრასნოდარული ფირმა ,,დიალოგის" წარმომადგენელთა ვიზიტიც, რომლებიც კონკრეტული წინადადებებით, 2015 წლის იანვარში დაბრუნდებიან სოხუმში.
მათ სურვილი გამოთქვეს, ბიჭვინთაში მუხის ექსტრაქტის ჩამომსხმელი ქარხანა ააშენონ. მოგეხსენებათ, ეს ექსტრაქტი ფართოდ გამოიყენება მეღვინეობაში, კონიაკის, ვისკისა და ბრენდის წარმოებაში." - განაცხადა იური აიკინმა.
8-9 დეკემბერს სოხუმში ჩატარებულ იარმარკას 30-მდე რუსი და აფხაზი ბიზნესმენი დაესწრო.
მეწარმეების მორიგი ერთობლივი გამოფენა-იარმარკა ოკუპირებულ აფხაზეთში 2015 წლის მაისში, საკურორტო სეზონის დაწყებამზე გაიმართება.