6 დეკემბერს აფხაზეთში 1992-93 წლების ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ორი მებრძოლის, ჭიჭიკო გორზოლიას და გია ემურხბას ნეშთი საზეიმო ვითარებაში მიაბარეს მიწას.
ორივე მათგანი, როგორც ,,უსახელო ჯარისკაცი" ბოლო დრომდე სოხუმის ,,დიდების პარკში" იყო დაკრძალული.
ცხედრების ესგუმაციის შედეგად მათი იდენტიფიცირება მოხერხდა და ორივეს ვინაობა დადგინდა.
გორზოლია, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაჯგუფება ,,ვეტერანის" რიგებში ირიცხებოდა, გასულ შაბათს ისევ ,,დიდების პარკში," ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს, ემურხბას ნეშთი კი სოფელ აკვასკაში გადაასვენეს.
ეს უკანასკნელი შიარაღებული დაჯგუფება ,,ბაბა-დუს" წევრი იყო.
ორივე მათგანის კვალი 1993 წელს, მარტის ცნობილი შეტევის დროს მდინარე გუმისთის მისადგომებთან დაიკარგა.