ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულება რატიფიკაციისთვის პარლამენტს წარუდგინა.
,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მიმდინარე წლის 24 ნოემბერს სოჭში მოაწერეს.