შეერთებული შტატების მიერ აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემების განთავსების პასუხად მოსკოვი ადეკვატურ ზომებს მიმართავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. "პრეზიდენტმა პუტინმა ფედერალურ შეკრებაზე გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის ანტისარაკეტო სისტემები ევროპაში რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამიტომ, გარკვეულ ეტაპზე ჩვენ ადეკვატური ზომების მიღება მოგვიწევს,"-განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მასალის გამოყენების პირობები