,,რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2014 წელი შედეგიანი იყო." - განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელთან, ოლეგ გოვორუნთან საუბარში.
მისი თქმით, ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს ყველა სამშენებლო-აღდგენით პროცესს და შესრულებული სამუშაოს ხარიხს დიდ ყურადღებას უთმობს.
,,ჩვენ ვგეგმავთ, მომავალშიც ასე განვაგრძოთ და დარწმუნებული ვართ, შედეგიც მეტი გვექნება." - აღნიშნა მან.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის აპარატთან არსებული, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობეის საკითხების სამმართველოს უფროსმა ოლეგ გოვორუნმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანი, სწორედ მშენებარე ობიექტების დათვალიერება და საინვესტიციო პროგრამის რეალიზაციის შედეგების გაცნობა იყო.
,,შეიძლება ითქვას, რომ 2014 წლის პროგრამა, დათქმულ ვადებში წარმატებით დასრულდება. მინდა, რესპუბლიკის მთავრობას მადლობა ვუთხრა ამისთვის." - განაცხადა გოვორუნმა.
ლეონიდ თიბილოვმა სტუმარი დაარწმუნა, რომ მუშაობას 2015 წელსაც იგივე ტემპით გააგრძელებენ.