ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ოლეგ გოვორუნი, ორდღიანი საქმიანი ვიზიტით, ცხინვალში ჩავიდა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის დომენტი კულუმბეგოვისა და მშენებლობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მან ის მშენებარე ობიექტები მოინახულა, რომელთა დასრულებაც წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
ოლეგ გოვორუნმა დაათვალიერა ძაუს რაინული საავადმყოფოს და რაიონის ადმინტრაციის თითქმის დასრულებული ნაგებობები.
რუსი ჩინოვნიკი ცხინვალის ერთ-ერთ რაიონს, ,,სევერნისაც" სტუმრობდა, სადაც 36 ბინიანი ორი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა სრულდება.
შემოვლის შემდეგ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტსა და ე. წ. მთავრობის სხვა წევრებთან ერთად სტუმარმა ცხინვალში შემაჯამებელი სხდომა გამართა.