9 დეკემბერს, 14:30 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი იმერეთის რეგიონს ეწვევა. მიხეილ გიორგაძე ხარაგაულში რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის (ხარაგაული, საჩხერე, ტყიბული, ბაღდათი, ხონი, ზესტაფონი) სამუსიკო სკოლებს, ფოლკლორულ ანსამბლებსა და სამუსიკო ჯგუფებს შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ხალხური საკრავებს, კლასიკურ, საესტრადო მუსიკალურ ინსტრუმენტებსა და აუდიო აპარატურს გადასცემს.
მინისტრი ხარაგაულის კულტურის სფეროს მუშაკებს, მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და გამგეობის წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრა გაიმართება ხარაგაულის კინოთეატრის შენობაში, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს კინოჩვენებისათვის საჭირო აპარატურით აღიჭურვა.