,,სახეზეა, ღრმა სახელისუფლებო კრიზისი, - ასე აფასებს, ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე პარტია "ქართული ოცნებიდან" და სამთავრობო სტრუქტურებიდან ცალკეული თანამდებობის პირების წასვლას.
ზურაბ აბაშიძის თქმით, თანამდებობები დატოვეს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო წარმომადგენლებმა.
"თანამდებობები დატოვეს ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის უახლოესმა წევრებმა. ეს ხალხი უშუალოდ ღარიბაშვილთან იყვნენ ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული და კიდევ ერთხელ ძალიან აშკარად გამოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს. ეს ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.