მულტიმედიურმა ჯგუფმა ,,სპუტნიკმა" აფხაზეთში თავისი ვებ-გვერდი და რადიო აამოქმედა, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმაუწყებლებს და ეთერში რუსულ და აფხაზურ ენებზე საინფორმაციო გამოშვებებს გადასცემს.
,, ეს არის მაღალხარისხიანი საინფორმაციო პროდუქტი, როგორიც აქამდე ადგილობრივ მედიასივრცეში არ ყოფილა. ,,სპუტნიკ-აფხაზია" მოიცავს რადიოს და საინფორმაციო პორტალს, რომლის გასაშვებად, თითქმის, ერთი წელი ვემზადებოდით." - განაცხადა ,,სპუტნიკის" აფხაზეთის ბიუროს ხელმძღვანელმა ინალ ლაზბამ.
ამ დროისთვის მულტიმედიურ ცენტრ ,,სპუტნიკ-აფხაზიაში" ოცამდე თანამშრომელი მუშაობს.
ადგილობრივმა ჟურნალისტები და რედაქტორებმა სპეციალური კურსები რუს სპეციალისტებთან გაიარეს და რუსი კოლეგებივე დაეხმარნენ მათ ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში.
მასალის გამოყენების პირობები