როგორც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ მურატ ცხოვრებოვმა აღნიშნა, მის უწყებას საჩუქრად გადაეცა საბაჟო კონტროლისთვის საჭირო ისეთი საშუალებები, როგორიცაა ტვირთის რენტგენოგრაფიული შემოწმების მოწყობილობა, პერსონალური კომპიუტერები, პრინტერები და ქსეროქსის აპარატები.
ამ აპარატურის წყალობით სამხრეთ ოსეთის საბაჟო კომიტეტის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, შეამოწმონ ყველა სახის ტვირთი, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეაქვთ ან იქიდან გააქვთ.
ცხოვრებოვის თქმით, ნაჩუქარი მოწყობილობების მეშვეობით, ოსი მებაჟეები შეძლებენ გაარკვიონ, სატრანსპორტო საშუალებებზე მიმაგრებული სანომრე ნიშნები ფალსიფიცირებულია თუ არა, ასევე, იოლად აღმოაჩენენ საბარგულებში გადამალულ ასაფეთქებელ თუ ნარკოტიკულ ნივთიერებებს.
რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მებაჟეებისთვის გადაცემული 22 დასახელების მოწყობილობის ღირებულება 13 მილიონ რუბლს აჭარბებს.
მასალის გამოყენების პირობები