თბილისის პროკურორის მიხეილ შაყულაშვილის ინფორმაციით, ყოფილი დიპლომატის ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიება უახლოეს პერიოდში დასრულდება. თუმცა ამ ეტაპზე პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქმესთან რაიმე ვერსიის გაჟღერებისგან თავი შეიკავა.
,,საქმის გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე უახლოეს მომავალში დამთავრდება. აუცილებლად გასაჯაროვდება ყველა დეტალი, რაც გამოძიების დროს გახდა ცნობილი. ამ ეტაპზე რაიმე ვერსიის გაცხადებისგან თავს შევიკავებ, ასევე თავს შევიკავებ ოჯახის ვერსიის დადასტურებისგან ან უარყოფისგან, ყველაფერს საქმე გვაჩვენებს", - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.
შეგახსენებთ, 15 ივლისს რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი მისსავე ავტოფარეხში, გარდაცვლილი იპოვნეს.
კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებისგან განსხვავებული ვერსია აქვს კიწმარიშვილის ოჯახს.