ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის რობერტ გაგლოითის განცხადებით, გამოსაცემად მზადდება სამხრეთ ოსეთის ისტორიის ახალი სახელმძღვანელო.
მისი თქმით, წიგნისთვის საჭირო მასალებს სწორედ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები და სხვა სამეცნიერო ჯგუფები აგროვებენ.
,,წიგნის ტექსტზე მუშაობის დასრულებას ახალ წლამდე ვგეგმავთ. სამხრეთ ოსეთის ისტორიის სახელმძღვანელოში შევა ისტორიული ფაქტები და მოვლენები უძველესი პერიოდიდან დღემდე" - აღნიშნა გაგლოითიმ.
მასალის გამოყენების პირობები